Belive

მესის პასუხი კითხვაზე, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა - ლეო მესიმ, ჟურნალისტებთან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, რომელსაც აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ. 

ჟურნალისტების მთავარი კითხვა ცხადია ის იყო, ითამაშებს თუ არა ლეგენდარული ფეხბურთელი 2026 წლის მსოფლიო თასზე, რაზეც მან საინტერესო პასუხი გასცა. 

"მესმის, რომ ალბათ ყველას გაინტერესებთ კითხვაზე პასუხი, ვითამაშებ თუ არა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - ვნახოთ, ვერ ვიტყოდი რომ თამაში არ შემეძლება, თუმცა იქამდე დიდი დროა, სურვილი მაქვს, რომ ტიტული დავიცვა.

ამ ფაქტზე ჯერ ბევრს ვერ ვფიქრობ, რადგან იქამდე 3 წელია და ძალიან დიდი დროა. კოპა ამერიკაზე ვითამაშებ და იქ შევაფასებ საკუთარ თავს, თუ რა შემეძლება და როგორ ფორმაში ვიქნები.

ამიტომ ახლა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კოპა ამერიკაზე ვიასპარეზებ, არც ეს მქონდა გადაწყვეტილი და არ მეგონა თუ ვითამაშებდი, თუმცა ვითამაშებ, იმედია ასე მოხდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც..." - ლეო მესი

ოქროს ბურთის შვიდგზის გამარჯვებულმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში. 

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კი თავად მესი გახდა. 

სხვა სტატიები