Belive

მესის მასტერკლასი იტალიის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

1 ივნისს, ლეგენდარულმა "უემბლიმ" იტალიისა და არგენტინის მატჩს უმასპინძლა. "ფინალისიმა" იტალიის მარცხით, ანგარიშით 0:3 დასრულდა, რის შემდეგაც ლეო მესიმ მეორე სანაკრებო ტიტული მოიპოვა. “ფინალისიმა” (დიდი ფინალი) კონმებოლისა და უეფას ჩემპიონთა თასია, რომლის ფინალშიც კოპა ამერიკისა და ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორები ხვდებიან. EURO 2020-ის გამარჯვებული, რომელიც კორონავირუსის გამო, 2021 წელს ჩატარდა, იტალია გახდა – 2021 წლის კოპა ამერიკის ტრიუმფატორად კი არგენტინა მოგვევლინა. იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების დამარცხებაში, ლომის წვლილი ლეო მესიმ დაიდო. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ, თანაგუნდელები 2 საგოლე პასით მოამარაგა. მესი სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდა და იტალიელი ფეხბურთელები არაერთ ეპიზოდში დაჩაგრა.

სხვა სტატიები