Belive

მესის კურასაოს ყველა ფეხბურთელმა მაისურის გაცვლა სთხოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

29 მარტს, გამთენიიისას, არგენტინის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში კურასაოს დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 7:0 დაამარცხა, ლეო მესიმ კი შეხვედრის პირველ ტაიმში ჰეთ-თრიქი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

თამაშის წინ, კურასაოს მოთამაშეებმა თხოვნით მიმართეს მესის, რომ მათთვის ფორმა გაეცვალათ, ვინაიდან და რადგანაც მოთხოვნა დიდი იყო, არგენტინელმა ვარსკვლავმა თავად გადაწყვიტა, თუ ვისთვის უნდა გაეცვალა ფორმა.

ეს იღბლიანი ფეხბურთელი, კურასაოს მეკარე - ელოი რუმი აღმოჩნდა, რომელმაც მესისთან მაისურის გაცვლის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და სოციალურ ქსელში პოსტი შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: "ოცნებები ხდება".

No description available.

მიუხედავად იმისა, რომ "პსვ"-ს ყოფილმა მეკარემ საერთაშორისო კარიერაში უმძიმესი მარცხი განიცადა, იგი არასოდეს დაივიწყებს კურასაოს შემადგენლობაში 43-ე მატჩს.

სხვა სტატიები