Belive

მესის გარეშე - ინიესტამ დაასახელა 5 ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც თამაში ყველაზე მეტად მოსწონდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად ,,ვისელ კობეში'' თამაშობს, დაასახელა 5 ფეხბურთელი, რომლებთან ერთად თამაშიც ყველაზე მეტად მოსწონდა:

,,ხუთი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მოედანზე თამაში ყველაზე მეტად მსიამოვნებდა ხავი, ნეიმარი, ეტო'ო, ბუსკეტსი და რიკელმე არიან.

რიკელმესთან კონტაქტი შევინარჩუნე. მასთან ერთად გასახდელში ყოფნა, მისი ვარჯიშებისა და თამაშის ყურება განსაკუთრებული იყო,'' - განაცხადა ინიესტამ TyC Sports-თან საუბრისას.

ანდრეს ინიესტა 2018 წლის შემდეგ ,,ვისელ კობეში” თამაშობს. მიმდინარე სეზონში 38 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე იაპონური გუნდის მაისურით ჩატარებულ 25 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები