Belive

მესიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი მიიჩნევს, რომ წელს ,,ოქროს ბურთი'' კარიმ ბენზემას უნდა გადაეცეს:
,,ბენზემამ გამორჩეული სეზონი ჩაატარა და რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, მან ამ წარმატებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა. ვფიქრობ, საეჭვოც კი არაა თუ ვის უნდა გადაეცეს წელს ოქროს ბურთი,'' - მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
ბენზემამ გასულ სეზონში ,,რეალის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთელმა ,,სამეფო გუნდთან'' ერთად წელს ლა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები