მესიმ მბაპესა და ნეიმართან ერთად თამაშზე პირველი კომენტარი გააკეთა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ძალიან ბედნიერი ვარ, ეს მართლაც სიგიჟეა. წარმოუდგენლად ძლიერი გუნდია "პსჟ" და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ვარჯიშს და როდის გვექნება პირველი თამაში, რადგან მე ვითამაშებ საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. ეს წარმოუდგენელი გამოცდილებაა. ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგებაა და მგონია, რომ ამ საოცარ გუნდთან და ამ ბიჭებთან ერთად მე ამას შევძლებ". - განაცხადა ლეო მესიმ