Belive

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში "პსჟ"-მ "რეალი" კილიან მბაპეს მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლით დამაარცხა (1:0). ფრანგებს პირველი გოლის გატანის დიდი შანსი 62-ე წუთზეც ჰქონდათ. მბაპემ პენალტი მოიპოვა, თუმცა ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მას ტიბო კურტუამ აჯობა.. არგენტინელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე პენალტი სულ 23-ჯერ დაარტყა, საიდანაც 5 ვერ გამოიყენა. ლეომ ამით ტიერი ანრის ანტი-რეკორდი გაიმეორა. "რეალ მადრიდსა" და "პსჟ"-ს შორის საპასუხო დაპირისპირება 9 მარტს გაიმართება.

სხვა სტატიები