მესი Vs. რონალდუ | ჯეი-ჯეი ოკოჩამ არჩევანი გააკეთა
ნიგერიული ფეხბურთისა ლეგენდამ - ჯეი-ჯეი ოკოჩამ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოს მარადიულ დისკუსიაში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუზე მაღლა დააყენა.
პსჟ-სა და ბოლტონის ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც თავადაც გამორჩეული ტექნიკითა და მოედანზე თავისუფალი სტილით იყო ცნობილი, ჯონ ობი მიკელის პოდკასტში (The Obi One Podcast) სტუმრობისას განაცხადა, რომ არგენტინელი თავისი ბუნებრივი გენიითა და ხელოვნებასთან მიახლოებული თამაშით გამოირჩევა.
Obi Mikel: “Messi or Ronaldo?”
— carter🌚 (@carter8f) August 17, 2026
Jay Jay Okocha: “Messi for me. Ronaldo is special, but he’s a goalscorer like Haaland. Messi is on another planet he’s art. He was born to play football. I think Messi would get ill if he doesn’t play football.”😂😭 pic.twitter.com/QzKVcdMUS3
ოკოჩამ ხაზი გაუსვა განსხვავებას ორი ეპოქალური ფეხბურთელის სათამაშო სტილში. ნიგერიელის თქმით, მიუხედავად რონალდუს ფენომენალური მიღწევებისა, პორტუგალიელი უპირველეს ყოვლისა უმაღლესი კლასის ბომბარდირია.
„რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ ჩემთვის ის უბრალოდ გოლების მანქანაა. მას შეუძლია 10 მილიონი გოლი გაიტანოს, ისევე როგორც ერლინგ ჰოლანდს. ჰოლანდიც წმინდა წყლის ბომბარდირია“. - ჯეი-ჯეი ოკოჩა
არგენტინელ ვარსკვლავზე საუბრისას ოკოჩამ აღნიშნა, რომ მესისა და ბურთს შორის არსებული ბუნებრივი კავშირი სრულიად განსხვავებულ განზომილებას ქმნის.
"მესი სხვა პლანეტიდანაა. მესი ხელოვნებაა, იგი ფეხბურთის სათამაშოდ დაიბადა. თუ ფეხბურთს არ ითამაშებს, ავად გახდება. ის ნამდვილი გენიოსია და ეს უნდა ვაღიაროთ“, - ჯეი-ჯეი ოკოჩა
ამ დისკუსიას წერტილი ალბათ არასდროს დაესმება, თუმცა როდესაც ფეხბურთის ესთეტიკაზე, ტექნიკასა და წმინდა საფეხბურთო ნიჭზე ჩამოვარდება საუბარი, ოკოჩას მსგავსი ვირტუოზების არჩევანი თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავე გენიოსზე შეჩერდება - ლიონელ მესიზე, რომლის თამაშიც უბრალო ციფრებსა და სტატისტიკაზე ბევრად მაღლა დგას.