Belive

მესი Vs. პრემიერ ლიგა | როგორია ლეოს სტატისიკა ინგლისურ გუნდებთან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებით ერთმანეთს "პსჟ" და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეხვდებიან. ფეხბურთის გულშემატკივარი კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის დაპირისპირებას კიდევ ერთხელ იხილავს. საინტერესოა, თუ როგორია "პსჟ"-ს არგენტინელი ვარსკვლავის სტატისტიკა ინგლისური გუნდების წინააღმდეგ. კარიერის განმავლობაში ლეოს პრემიერ ლიგის წარმომადგენელთან 35-ჯერ უთამაშია, სადაც 27 გოლის გატანა მოახერხა. ყველაზე მეტჯერ (9) მესიმ "არსენალის" კარი აიღო. რაც შეეხება "იუნაიტედს", "წითელი ეშმაკებთან" თავი ლეომ 4-ჯერ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ლეო მესიმ მიმდინარე სეზონში ინგლისელთა წინააღმდეგ გატანა უკვე მოახერხა. მან "პსჟ"-ში ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო ბურთი სწორედ "მანჩესტერ სიტისთან" შეაგდო.
არსენალი 9 6
ჩელსი 3 10
მანჩესტერ იუნაიტედი 4 6
მანჩესტერ სიტი 7 7
ტოტენჰემი 2 2
ლივერპული 2 4
ჯამში 27 35

სხვა სტატიები