Belive

მესი: ,,ვან გაალი ტრაბახობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ, უბრალოდ, მაღალ ფეხბურთელებს გრძელ პასებს აწვდიდნენ''

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი გააკრიტიკა:

,,ბევრი დეტალია, რასაც მოედანზე ხვდები... კიდევ ერთხელ ვამბობ, ვან გაალი ტრაბახობს, რომ კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მათ, უბრალოდ, მაღალი ფეხბურთელები დააყენეს და მათზე გრძელი პასების კეთება დაიწყეს.

გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ ისეთი გამოცდილი მწვრთნელი, როგორიც ვან გაალია, არგენტინის ნაკრების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა. ასე არ უნდა ყოფილიყო, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს,'' - მესის სიტყვებს Marca ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩში მესიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ალბისელესტეს'' მეტოქე ნახევარფინალში ხორვატია იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13 დეკემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები