Belive

მესი ტრავმირებულია | სუპერვარსკვლავი პსჟ-ს მომდევნო მატჩს გამოტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ლეო მესი "პარი სენ-ჟერმენის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს. 22 სექტემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში პარიზელები "მეცს" არგენტინელი სუპერვარსკვლავის გარეშე დაუპირისპირდებიან. წყაროს მტკიცებით, ლეო მესის მუხლის ტრავმა აწუხებს. "ლიონთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, მესის დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა. სკანირების შედეგად გამოჩნდა, რომ მესის მარცხენა მუხლის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება, რის შედეგადაც მე-7 ტურში მისი მოედანზე ხილვა გამოირიცხა.

სხვა სტატიები