Belive

მესი თუ მარადონა? - სკალონიმ საუკეთესო დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ლეო მესისა და დიეგო მარადონას შორის საუკეთესო დაასახელა:

,,თუ ერთი უნდა ავირჩიო, მაშინ მესის დავასახელებდი, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა მარადონაც ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო.

მესის მწვრთნელობა რთული არ არის. ტექნიკურად მას ვერაფერს შეუსწორებ, მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში პრესინგთან ან შეტევის მეთოდთან დაკავშირებით, შეგიძლია რაღაც მითითებები მისცე,'' - სკალონის სიტყვებს Marca ციტირებს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. მესიმ მუნდიალზე 7 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მიმდინარე სეზონში არგენტინელის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 13 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები