Belive

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია | პსჟ-ს კოლოსალური გადასახადები

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პარი სენ-ჟერმენის" ახალწვეული - ლეო მესი, პარიზული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გადახდის შემდეგ, ლეო მესი ყოველწლიურად €35 მილიონს მიიღებს. არგენტინელი სუპერვარსკვლავის პარიზულ გრანდში გადასვლამდე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსით ნეიმარი სარგებლობდა. "პსჟ"-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ყოველწლიურად €30 მილიონს იღებს - მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს, რომელიც €24 მილიონს გამოიმუშავებს.

ლეო მესის, ნეიმარის, კილიან მბაპეს, სერხიო რამოსის, ჯიჯი დონარუმას, კეილორ ნავასის, აჰრაფ ფაკიმის, ანხელ დი მარიას, ჯინი ვეინალდუმის, მაურო იკარდის, მარკო ვერატის, მარკინიოსისა და კიმპემბეს წლიური სახელფასო ანაზღაურება €200 მილიონს აჭარბებს.

სხვა სტატიები