Belive

მესი პსჟ-ს ქომაგების სტვენაზე: ,,მსგავსი რამ ბარსელონაში არასდროს მომხდარა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი, პარიზული გუნდის ქომაგების მხრიდან მის მიმართ სტვენას გამოეხმაურა:
,,ეს ჩემთვის რაღაც ახალია, სხვა სიტუაციაა. მსგავსი რამ ბარსელონაში არასდროს მომხდარა, პირიქით... გულშემატკივრების მდგომარეობა და მათი გაბრაზება ფეხბურთელებსა და გუნდზე გასაგებია, რადგან კიდევ ერთი წელი გავიდა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით. მომავალ წელს ყველაფერი სხვაგვარად იქნება,'' - მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ,,პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა, საკუთარი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის მესისა და ნეიმარს, არაერთხელ უსტვინეს. გასულ სეზონში მესიმ ,,პსჟ-ს'' მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები