მესი: ,,ნიდერლანდებთან რაც მოხდა, არ მომეწონა''
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელთან და ფეხბურთელებთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა:
,,ამაზე არ მიფიქრია, ეს ყველაფერი იმ მომენტში მოხდა. ვიცოდი, რაზე ისაუბრეს ფეხბურთელებმა და ვან გაალმა მატჩის წინ. ჩემმა თანაგუნდელებმაც კი მკითხეს: ,,ნახე, რა თქვა მან?''
იმით, რაც მატჩის შემდეგ გავაკეთე, კმაყოფილი არ ვარ - ვეგჰორსტს ვუთხარი: ,,წადი აქედან!'' თუმცა, სტრესისა და დაძაბულობის მომენტში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. ასეთი შთაბეჭდილების დატოვება არ მინდოდა, მაგრამ ვიმეორებ, მსგავსი რამ ხდება...'' - მესის სიტყვებს Marca ციტირებს.
მესიმ ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ, ინტერვიუს მიცემისას, ვეგჰორსტს სულელი უწოდა.
ნიდერლანდელის თქმით, თამაშის შემდეგ მესისთვის ხელის ჩამორთმევა უნდოდა, თუმცა ლეომ მასთან საუბარი არ ისურვა.