Belive

მესი ლევანდოვსკიზე | 2020 წელს ოქროს ბურთი შენ დაიმსახურე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2021 წლის ოქროს ბურთის ჯილდოს მოგების შემდეგ, ლეო მესიმ მთავარი კონკურენტის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა აღნიშნა, რომ მთავარი ინდივიდუალური პრიზი გასულ წელს სწორედ პოლონელმა თავდამსხმელმა დაიმსახურა.
"მინდა აღვნიშნო, რომ რობერტთან კონკურენცია ჩემთვის დიდი პატივი იყო. ვფიქრობ, France Football-მა კუთვნილი ოქროს ბურთი 2020 უნდა გადმოგცეს, რადგან შენ ეს დაიმსახურე," - თქვა ლეომ.
გეტყვით, რომ ლეო მესისა და რობერტ ლევანდოვსკის შემდეგ, მე-3 ადგილი ჟორჟინიომ დაიკავა. რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, ის მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა.

სხვა სტატიები