Belive

მესი ხავის გაუთანაბრდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, გუნდში გამარჯვებების რაოდენობით ლეგენდარულ ხავი ერნანდესს გაუთანაბრდა. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "ბარსელონამ" "ლიონი" 5:1 გაანადგურა. ეს გამარჯვება მესისთვის მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმით, რომ გუნდმა მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, არამედ არგენტინელი თავის ყოფილ თანაგუნდელს გაუთანაბრდა. ხავიმ "ბარსელონასთან" ერთად 767 მატჩში 476 გამარჯვება მოიპოვა, მესის კი ამდენივე გამარჯვების მოსაპოვებლად 673 შეხვედრა დასჭირდა. ლიონელ მესი "ბლაუგრანას" ღირსებას 2004 წლიდან იცავს. ლეგენდარული ესპანელი კი "ბარსელონაში" 1998-2015 წლებში თამაშობდა.

სხვა სტატიები