Belive

მესი ისევ მთავარი ფავორიტია - ოქროს ბურთის მოგების ნომინანტები Goal.com-ის ვერსიით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალამდე, ვებგვერდმა Goal.com-მა ჯილდოს მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი ბოლოჯერ გამოაქვეყნა.

წინა რეიტინგის მსგავსად, მთავარი ფავორიტი კვლავ არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლეო მესია, რომელმაც 2022 წლის დეკემბერში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

Goal.com-ის რჩეულთა შორის მე-14 ადგილზეა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამავე რეიტინგში მე-7 ადგილსაც იკავებდა.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ლეო მესი

  2. ერლინგ ჰოლანდი

  3. კილიან მბაპე

  4. ვინისიუსი

  5. კევინ დე ბრუინე

  6. როდრი

  7. ილკაი გიუნდოგანი

  8. ვიქტორ ოსიმენი

  9. ხულიან ალვარესი

  10. რობერტ ლევანდოვსკი

  11. ჯუდ ბელინგემი

  12. ბერნარდუ სილვა

  13. კარიმ ბენზემა

  14. ხვიჩა კვარაცხელია

  15. ლაუტარო მარტინესი

  16. ბუკაიო საკა

  17. ემილიანო მარტინესი

  18. მარტინ ოდეგორი

  19. მოჰამედ სალაჰი

  20. ჯამალ მუსიალა

,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალი დღეს, პარიზში გაიმართება და 23:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები