ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო დეკადის (2010-20) საუკეთესო გამთამაშებელთა ათეული დაასახელა.
გასაკვირი არაა, რომ სიაში პირველ ადგილს "ბარსელონას" არგენტინელი კაპიტანი ლიონელ მესი იკავებს, მეორე პოზიციაზე ამ სტატუსის ყოფილი მფლობელი ესპანელი ანდრეს ინიესტა იმყოფება, სამეულს კი მადრიდის "რეალის" ხორვატი ათიანი ლუკა მოდრიჩი ასრულებს.
დეკადის საუკეთესო გამთამაშებელთა სრული ათეული ასეთია: 1. ლიონელ მესი2. ანდრეს ინიესტა3. ლუკა მოდრიჩი4. კევინ დე ბრუინი5. ტონი კროოსი6. ედენაზარი7. ნეიმარი8. მესუთ იოზილი 9. ანდრეა პირლო10. იაია ტურე