Belive

მესი: ,,დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთესი მომავალი სეზონი მექნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი მომავალი სეზონსითვის ოპტიმისტურადაა განწყობილი:
,,დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონი პსჟ-სთან ერთად გაცილებით უკეთესი მექნება. გიჟური ზაფხულის შემდეგ თამაში იოლი არ ყოფილა. გამიჭირდა იმაზე შეგუება თუ რაც მოხდა. არ ველოდი, რომ ბარსელონას დატოვება მომიწევდა, ეს შოკი იყო,'' - მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.
მესი ,,პსჟ-ში'' გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელმა 2021-2022 წლების სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთელმა ,,პარი სენ ჟერმენთან'' ერთად, ერთადერთი ტიტული - საფრანგეთის ლიგა 1 მოიგო.

სხვა სტატიები