Belive

მესი და რონალდუ შესაძლოა ერთ გუნდში აღმოჩნდნენ 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Le 10 Sport-ი ავრცელებს და წერს, რომ კილიან მბაპე პარიზული კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა, ამიტომ ხელმძღვანელობა გუნდის გასაძლიერებლად ვარიანტებს ეძებს. წყაროს ცნობით, "პსჟ" მზადაა მიიღოს ზომები, თუ რონალდუ ინგლისური გრანდიდან წასვლის სურვილს გამოთქვამს. ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიელი ფორვარდი გუნდში არსებული სიტუაციით და "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობით უკმაყოფილოა. "წითელი ეშმაკების" ბანაკში არსებული არეულობის ფონზე, სავარაუდოა, რომ სეზონის ბოლოს 5 ოქროს ბურთის მფლობელი კლუბს დატოვებს. ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ რონალდუმ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს უთხრა, რომ თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ახალი გუნდი ეძებოს. ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა ყოფილ კლუბში 2021 წლის აგვისტოში, ტურინის "იუვენტუსიდან" 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაბრუნების შემდეგ, 22 მატჩში 14 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები