Belive

მესი ბენზემას ნაცვლად - რეალის ფანებმა ალაბას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი გახდა.

არგენტინელ სუპერვარსკვლავს კონკურენციას ქარიმ ბენზემა და კილიან მბაპე უწევდნენ, თუმცა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებული ლეო მესი გახდა.

მადრიდის "რეალისა" და ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი - დავიდ ალაბა, სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. "ბლანკოსის" ფანების გაღიზიანება იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ალაბამ თანაგუნდელის (ქარიმ ბენზემა) ნაცვლად პირველ ადგილზე ლეო მესი დაასახელა.

ხმის მიცემის პროცედურაში საფეხბურთო ნაკრებების კაპიტნები მონაწილეობდნენ. როგორც კი პროცედურა დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა, მსოფლიო ფეხბურთის მმართელმა ორგანომ (FIFA) გაასაჯაროვა, თუ რომელმა კაპიტანმა ვის მისცა ხმა.

ავსტრიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა პირველ ადგილზე მესი დაასახელა, მეორე პოზიცია ქარიმ ბენზემას არგუნა, ხოლო მესამეზე კილიან მბაპე გაიყვანა, რის შემდეგაც "რეალის" ფანებმა ალაბას მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები არ დაიშურეს. ალაბას გადაწყვეტილებამ, მადრიდული გრანდის ზოგიერთი გულშემატკივარი ისე გააღიზიანა, რომ სოციაურ ქსელებში მის მიმართ რასისტული შეურაცხყოფაც კი არ დაიშურა.

დავიდ ალაბა იძულებული გახდა განმარტება გაეკეთებინა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ალაბა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ავსტრიის საფეხბურთო ნაკრებმა ერთობლივად მიიღო, ისე რომ ნაკრების თითოეული წევრის მოსაზრება მნიშვნელოვანი გახლდათ.

სხვა სტატიები