Belive

მესი 2019 წლის საუკეთესოა - არგენტინელმა მორიგი ინდივიდუალური ჯილდო მიიღო

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლიონელ მესიმ კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიგო. "ბარსელონას" კაპიტანი 2019 წლის საუკეთესო გამთამაშებელი გახდა. IFFHS-ის გამოკითხვაში, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ორი ბელგიელი ფეხბურთელი, კევინ დე ბრუინი და ედენ აზარი დაამარცხა. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ აღნიშნული ჯილდო ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულს კარიერაში მეოთხედ მიანიჭა. 32 წლის ფეხბურთელმა 299 ქულა მიიღო, რაც მეორეადგილოსან "სიტის" ნახევარმცველთან შედარებით 214 ქულით მეტი გახლდათ. ხუთეულში რობეrტო ფირმინო და ბერნარდო სილვაც მოხვდნენ.

გამარჯვებულს მსოფლიოს 90 ქვეყნის საფეხბურთო ექსპერტები ავლენენ. ორგანიზაციის სხვადსხვა ნომინაციების საერთო მაჩვენებლით, მესი რეკორდსმენია - ათ წელიწადში "ბარსას" ლიდერმა 9 ჯილდო დაიმსახურა. უშუალოდ გამთამაშებლის ნომინაციაში მესი ყოფილ თანაგუნდელ ჩავისთან ერთად ლიდერობს.  

სხვა სტატიები