Belive

მესამედ ისტორიაში - გერმანია ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში გერმანიამ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე ლუკას ნმეჩამ გაიტანა, რომელმაც რიდლე ბაკუს ზუსტი გადაცემით ისარგებლა.


ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია უწევდნენ. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ბომბარდირი 4 გოლით ლუკას ნმეჩა გახდა.