Belive

მესამედ არსებობის ისტორიაში - სან მარინოს წარმომადგენელმა ევროტურნირებზე თამაში მოიგო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
7 ივლისი სან მარინოს ფეხბურთისთვის ისტორიული გამოდგა. "ჯუჯა სახელმწიფოს" წარმომადგენელმა, "ტრე ფიორიმ" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვების მოპოვება მოახერხა. სან მარინოელებმა სტუმრად ლუქსემბურგული "ფოლა ეში" 0:1 დაამარცხეს. ისტორიული გოლის ავტორი ესპანელი, ნუნეზ მესტროიანი გამოდგა. სან მარინოს არსებობაში ეს ევროტურნირებზე მიღწეული მხოლოდ მესამე გამარჯვებაა. აღსანიშნავია, რომ "ტრე ფიორიმ" მოახერხა და 2018 წელს ევროპა ლიგის შესარჩევ შეხვედრაში უელსური "ბალა თაუნი" დაამარცხა. სან მარინოსგან განსხვავებით, წელს ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე გამარჯვება ჯერ არ აქვთ. "დინამო თბილისმა", "საბურთალომ" და "დილამ" პირველი მატჩები დათმეს, ხოლო "დინამო ბათუმმა" "სლოვანთან" ფრედ, 0:0 ითამაშა.

სხვა სტატიები