Belive

მესამე გუნდი მიმდინარე სეზონში: ლევან წოწონავა ქუთაისის ტორპედოში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე გაცნობეთ, რომ ქუთაისის "ტორპედოში" იმერული კლუბის გულშემატკივრისთვის სასიამოვნო სიახლეებია და გუნდი ეტაპობრივად შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვას იწყებს, მორიგი ტრანსფერი კი, რომელიც გუნდმა უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა, ლევან წოწონავას დამატება გახლავთ. https://www.live.ge/erovnuli-liga/natsnobi-sakheebi-torpedoshi-quthaisur-klubshi-dzveli-liderebi-brundebian/ ​24 წლის ფეხბურთელი კარიერას სწორედ ქუთაისურ კლუბში გააგრძელებს. საინტერესოა, რომ ეს ცენტრალური ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე კლუბია. პირველ იანვარს მან კონტრაქტი მარტვილის "მერანის" დატოვების შემდეგ "დინამო თბილისთან" გააფორმა, თუმცა 25 მარტს ხელშეკრულება გაწყვიტა და გორის "დილას" სამწლიანი კონტრაქტით შეუერთდა, ახლა კი უკვე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია. ლევან წოწონავამ მიმდინარე სეზონში ეროვნულ ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა (1 "დინამოს", ხოლო 9 გორის "დილას" მაისურით).

სხვა სტატიები