Belive

მესამე გამარჯვება - შოთა არველაძის ჰალმა ქოვენთრი დაამარცხა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, შოთა არველაძემ, ინგლისის ჩემპიონშიფში მთავარი მწვრთნელის რანგში უკვე მესამე შეხვედრის მოგება მოახერხა. ეს 38-ე ტურის შეხვედრაში მოხდა, სადაც "ჰალ სიტიმ" "ქოვენთრი" სტუმრად - 2:0 დაამარცხა და ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. 49 წლის ქართველი სპეციალისტის გუნდმა შეხვედრის მოგება პირველსავე ტაიმში მოახერხა, როცა მეოთხე და 28-ე წუთებზე მეტოქის კარში 2 უპასუხო გოლი გაიტანა. 2022 წლის 27 იანვრის, ანუ მას შემდეგ, რაც არველაძე "ვეფხვებს" ჩაუდგა სათავეში, გუნდმა 11 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 5-ში დამარცხდა. 38 ტურის შემდეგ დაგროვებული 41 ქულით, "ჰალი" ჩემპიონშიფში მე-19 პოზიციას იკავებს და შემდეგ მატს 19 მარტს, საშინაო კედლებში, "ლუტონის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები