Mercato ASSE: ბოლონია ხვიჩას გარემოცვას ზურიკო დავითაშვილის საკითხზე შეხვდა
ლიგა 2-ში გავარდნის მიუხედავად, ზურიკო დავითაშვილის სახელი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, სატრანსფერო ჭორებში ვრცელდება. სენტ-ეტიენი, რომელსაც სურს კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, იმედოვნებს, რომ შეინარჩუნებს ქართველ თავდამსხმელს. „მწვანეებს“ განსაკუთრებით ლუკას სტასინისა და დავითაშვილის გაყიდვა არ უნდათ.
რამდენიმე წყაროს ცნობით, მათ შორის (Il Resto Del Carino), ბოლონია ცოტა ხნის წინ შეხვდა ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას და მათგან დავითაშვილზე რეკომენდაცია მიიღეს, ამ შეთავაზების შემდეგ, სერია A-ს კლუბი საფიქრალშია, დენ ნდოიეს გაყიდვა ბოლონიას 50 მილიონად სურდა, მათ ნოტინგემ ფორესტი 40 მილიონს სთავაზობს და დიდი ალბათობით, კლუბი შვეიცარიელ ფეხბურთელს ამ ფასად შეელევა, ზურიკოსთვის კი სახსრები გათავისუფლდება.
დავითაშვილი არასდროს მალავდა თავის ამბიციას, ეთამაშა უმაღლეს ევროპულ დონეზე. შესაძლო გადასვლა სერია A-ში, კლუბში, რომელმაც გასულ სეზონში მე-9 ადგილი დაიკავა, ლოგიკური წინსვლა იქნებოდა. 24 წლის ასაკში, როგორც ჩანს, დროა წინ გადადგას ნაბიჯი. უფრო მეტიც, ზურიკო დავითაშვილს შეუძლია მეგობრის კვალს გაჰყვეს და სახელი იტალიაში გაითქვას.