მეოთხედ ეროვნულ ნაკრებში | ნიდერლანდებში შესაძლოა კვლავ ლუი ვან გაალი დაინიშნოს
ლუი ვან გაალი შესაძლოა ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად მეოთხედ დაინიშნოს, ინფორმაციას ნიდერლანდური მედია De Telegraaf აქვეყნებს. აქამდე ეროვნულ ნაკრებს რონალდ კუმანი წვრთნიდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს და ნარინჯისფერები ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინში არიან, წყაროს ცნობით კი 74 წლის ვან გაალი მზადაა მათთან მოლაპარაკებების დასაწყებად.
ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები სულ 63 მატჩის განმავლობაში გაწვრთნა, ეს იყო პირველად 2000/01 წლებში, შემდეგ 2012/14, ხოლო ბოლოს 2021/22 წლებში. უფრო კონკრეტულად ის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა 2014-სა და 2022 წლებში, მაგრამ არასდროს ყოფილა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატზე.
ვან გაალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის ბოლო პერიოდში, ნიდერლანდები ზედიზედ ოცი საერთაშორისო მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო.
’Louis van Gaal bereid om met KNVB in gesprek te gaan’ https://t.co/7WTcon7yaZ
— De Telegraaf (@telegraaf) August 3, 2026
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების გარდა ლუი ვან გაალი მუშაობდა ისეთ გუნდებში როგორებიცაა: ალკმაარი, აიაქსი, ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი და მანჩესტერ იუნაიტედი.