Belive

"მეოთხე გოლის ეპიზოდში ზედმეტად ვიზეიმეთ, რაც არ უნდა გვექნა" - პაულო ფონსეკა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონი" დამატებით დროში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. "წითელი ეშმაკები" პირველი ტაიმის შემდეგ მანუელ უგარტეს და დიოგო დალოს გოლებით იგებდნენ, 71-ე წუთზე კორენტინ ტოლისომ სხვაობა შეამცირა, 78-ზე კი ნიკოლას ტალიაფიკომ გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა, სადაც "ლიონმა" რაიან შერკის და ალექსანდრ ლაკაზეტის გოლებით დააქამბექა, მაგრამ მანჩესტერელებმა შეძლეს და დარჩენილ დროში 3 გოლი გაიტანეს: 114-ე წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პენალტი გაიტანა, 120-ზე კობი მაინუმ, 120+1-ზე კი ჰარი მაგუაიერმა.

გიორგი მიქაუტაძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ 64-ე წუთზე შეცვალეს, Sofascore-მა ჟორჟს 6.6 შეფასება დაუწერა, მან ერთხელ კარისკენ დაარტყა, ბურთს 23-ჯერ შეეხო, 17 გადაცემიდან 11 ზუსტად შეასრულა, 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ "ლიონის" მთავარმა მწვრთნელმა, პაოლო ფონსეკამ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

უამრავი ემოცია მაქვს რთულია გაიაზრო რაც თამაშის მეორე ნახევარში მოხდა. მატჩი ბოლო წუთამდე დაძაბულად მიმდინარეობდა, ჩვენ მეოთხე გოლის ეპიზოდში ზედმეტად ვიზეიმეთ, რაც არ უნდა გვექნა, სანამ საბოლოო შედეგი არ დაფიქსირდებოდა. პენალტის შემდეგ ჩვენ ვეცადეთ, რომ ემოციები გაგვეკონტროლებინა, მაგრამ ძალიან გიჟური და რთული დამატებითი დრო იყო. "მანჩესტერი" ძალიან გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და იძულებული ვიყავით თამაში სხვაგვარად წაგვემართა.

მატჩი წავაგეთ, მაგრამ ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ, ამას პოზიტიურად უნდა შევხედოთ და მაგალითებზე ვისწავლოთ. ამ კონკრეტულ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური აღდგენა, წაგება ძალიან სამწუხაროა, თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. - პაულო ფონსეკა - "ლიონის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები