Belive

მეორედ კარიერაში - ერლინგ ჰოლანდმა L'Equipe-სგან 10-ქულიანი შეფასება დაიმსახურა

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ლაიფციგს'' უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. ისტორიული შეხვედრა ჩაატარა მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც მეტოქეს 5 გოლი გაუტანა.

ფრანგულმა გამოცემამ, L'Equipe-მა, ნორვეგიელის თამაში უმაღლესი (10) ქულით შეაფასა, ასეთი რამ კი ისტორიაში მხოლოდ მეთექვსმეტედ მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდმა L'quipe-სგან 10-ქულიანი შეფასება მეორედ დაიმსახურა, მსგავსი რამ კი ჯერჯერობით მხოლოდ ლეო მესიმ შეძლო.

ფეხბურთელები, რომლებმაც L'Equipe-სგან უმაღლესი შეფასება მიიღეს:

1. ფრანკ სოზე - 21-წლამდელებს შორის 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში სოზემ საბერძნეთთან მოგებულ მატჩში (3:0) დუბლი გაიფორმა.

2. ბრუნო მარტინი - საფრანგეთის ნაკრების მეკარემ იმავე მატჩში კარი მშრალად შეინახა და გაზეთისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

3. ოლეგ სალენკო - რუსმა თავდამსხმელმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნს 5 გოლი გაუტანა.

4. ლარს ვინდფილდი - ორჰუსის დანიელ მეკარეს L'Equipe-მა ათიანი ნანტთან მატჩში დაუწერა.

5. ლეო მესი - 2010 წელს ლეომ არსენალს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პოკერი შეუსრულა.

6. ლეო მესი - 2 წლის შემდეგ, მესიმ ლევერკუზენის კარი 5-ჯერ აიღო.

7. რობერტ ლევანდოვსკი - 2013 წელს პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალს 4 გოლი გაუტანა.

8. კარლოს ედუარდო - ნახევარცველმა 2014 წელს გენგამთან 7-2 მოგებულ მატჩში თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

9. ნეიმარი - 2018 წელს პარი სენ ჟერმენმა დიჟონს 8:0 მოუგო, ნეიმარმა 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

10. დუშან ტადიჩი - რეალთან სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (4:1) ტადიჩმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა, მაგრამ სერბის შესანიშნავი თამაში მაინც 10 ქულით შეფასდა.

11. ლუკას მოურა - ჩემპიონთა ლიგის 2018/2019 წლების სეზონში ტოტენჰემმა ნახევარფინალური ეტაპი აიაქსთან საოცარი ქამბექით დაძლია, ლონდონელების სამივე გოლი ლუკას მოურას ანგარიშზეა.

12. სერჟ გნაბრი - ბაიერნის შემტევმა 2019 წელს ტოტენჰემის კარი 4-ჯერ აიღო.

13. კილიან მბაპე - 22 წლის ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში შესრულებული პირველი პოკერი ფრანგულმა გაზეთმა 10 ქულით დაუფასა.

14. ერლინგ ჰოლანდი - ნორვეგიელმა მანჩესტერ იუნაიტედთან მოგებულ მატჩში (6:3) ჰეთთრიკი გაოფორმა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

15. დომინიკ ლივაკოვიჩი - ხორვატიის ნაკრების მეკარემ ბრაზილიასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩში, 10 სეივი შეასრულა. პენალტების სერიაში კი როდრიგოს დარტყმა მოიგერია და მისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა.

სხვა სტატიები