Belive

"მენდეთ, მე მისგან ბევრი ვისწავლე" - გვარდიოლა მიკელ არტეტაზე

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-8 ტური "არსენალისა" და "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებით დაიხურა. "მეთოფეებმა" საკუთარ კედლებში "ქალაქელები" 1:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდნენ. ლონდონელებმა ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გაიტანეს, რომლის ავტორიც გაბრიელ მარტინელი გახდა. ამჟამად, "არსენალი" პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს. 

გარდა სატურნირო მდგომარეობისა, მატჩი ინტერესს მწვრთნელების დაპირისპირებითაც იწვევდა. ერთმანეთს პეპ გვარდიოლა და მიკელ არტეტა, მოსწავლე და მასწავლებელი, დაუპირისპირდნენ. აღნიშნულზე კომენტარი გააკეთა პეპ გვარდიოლამ.

"არსენალს" მთავარ მწვრთნელზე ფიქრი დიდი ხანი არ მოუწევს. მიკელს უყვარს ეს კლუბი. ყველა წარმატება მისი და კლუბის დამსახურებაა. ხალხი ამბობს, რომ ის ჩემთან მუშაობდა და ჩემგან ბევრი რამ ისწავლა. მენდეთ, მე მისგან ბევრი ვისწავლე. - განაცხადა მანჩესტერ სიტის თავკაცმა

შეგახსენებთ, რომ "არსენალს" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამარჯვება ძალიან დიდი ხანია არ მოუპოვებია. ბოლოს ლონდონელებმა ეს 2020 წელს შეძლეს.

სხვა სტატიები