Belive

მემფის დეპაი: "მზად ვარ, თუმცა დიდი ალბათობით პირველ თამაშს არ ვითამაშებ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონასა" და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდმა - მემფის დეპაიმ, 2-თვიანი ტრავმის შემდეგ 2022 წლის მუნდიალისთვის პირველად ივარჯიშა.

მემფის დეპაის 2 თვის განმავლობაში არ უთამაშია, რადგან მას ბარძაყის ტრავმა აწუხებდა და თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით წავიდა და ლუის ვან გაალმა, 28 წლის თავდამსხმელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა მისცა.

"ვარჯიშმა ძალიან კარგად ჩაიარა. რაც შემეძლო მთელი ძალებით ვივარჯიშე, ეს ჩემთვის 2-თვის შემდეგ პირველი დატვირთვა იყო და ოდნავ გამიჭირდა, თუმცა როგორც ექიმები მეუბნებიან და თავად ვგრძნობ, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ.

დღევანდელი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დანარჩენს ვან გაალი გადაწყვეტს, ვითამაშებ თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში."

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე A ჯგუფში: ყატარის, სენეგალისა და ეკვადორის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ლუის ვან გაალის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩს 21 ნოემბერს, სენეგალის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები