მეკარეების 'ხრიკების' გამო, პრემიერ ლიგა წესების შეცვლას აპირებს
პრემიერ ლიგის მესვეურები განიხილავენ წესის შეცვლას, რათა ებრძოლონ მეკარეების მხრიდან, მკურნალობის მიზნით მატჩის შეჩერების მზარდ ტენდენციას - მეკარეები ამით ერთგვარ ტაიმ-აუტს ქმნიან საკუთარი გუნდისთვის. ეს ტაქტიკა პოპულარობას იძენს მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მინდვრის მოთამაშეებს იგივეს გაკეთება არ შეუძლიათ.
თამაშის ამჟამინდელი წესების გათვალისწინებით, მეკარეს არ შეუძლია მოედნის დატოვება, თუ ის მკურნალობის მისაღებად ეცემა მინდორზე, რაც ნიშნავს, რომ არსებობს ხვრელი, რომელსაც გუნდები ხშირად იყენებენ ინსტრუქციების მისაღებად.
პრობლემის მოსაგვარებლად ორი შესაძლო წესის ცვლილება განიხილეს. ერთი ვარიანტი ითვალისწინებს მინდვრის მოთამაშის იძულებას, 30 წამით დატოვოს მოედანი, თუ მეკარეს მკურნალობა დასჭირდება, ხოლო მეორე ვარიანტი კრძალავს მოთამაშეების გვერდით ხაზთან მიახლოებას, რათა ეს ტაქტიკურად არ იქნას გამოყენებული, როგორც ინსტრუქციების მოედანზე შეღწევის შესაძლებლობა.
IFAB-ის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება და საკითხს განიხილავენ.