Belive

მეკარე ნაუელ გუსმანი მეტოქისთვის ლაზერის მინათების გამო, 11-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ტიგრესის'' მეკარე, ნაუელ გუსმანი, ,,მონტერეისთან'' მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის დროს, მეტოქე გუნდის მეკარისთვის ლაზერის მინათების გამო დაჯარიმდა და 11-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

38 წლის არგენტინელი, რომელიც ტრავმისგან ახლახან გამოჯანმრთელდა, საკუთარი გუნდისა და ,,მონტერეის'' შეხვედრას ტრიბუნებიდან უყურებდა,

მატჩის პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, გუსმანთან ,,მონტერეის'' სპორტული დირექტორი, ხოსე ანტონიო ნორიეგა მივიდა და მეკარეს ლაზერი წაართვა.

მექსიკური ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი მეტოქისთვის ლაზერის მინათების გამო დაისაჯა.