"მეისონ გრინვუდი ეროვნულ ნაკრებს შეიცვლის" - RMC Sport
მეისონ გრინვუდი ეროვნულ ნაკრებს შეიცვლის და იამაიკის შემადგენლობაში ითამაშებს, ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport აქვეყნებს. 23 წლის ფეხბურთელმა ერთხელ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორმით, 2020, წელს ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ ინგლისის ფედერაციამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომ მათ რიგებში გრინვუდი ვეღარ ითამაშებს და მას ამის გამო ნაკრების შეცვლა მოუწია.
როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება მეისონ გრინვუდთან ყველა ადმინისტრაციული ფორმალობა, რომელიც აუცილებელია სპორტული ეროვნების შეცვლისთვის დასრულებულია და მას უკვე იამაიკის ნაკრებში თამაში სრულფასოვნად შეუძლია.
🇯🇲 Suspendu indéfiniment par la fédération anglaise suite aux accusations de viol et agression le visant, Mason Greenwood va représenter la Jamaïque.https://t.co/m1yHYO7ItE pic.twitter.com/IzRQMMSbFu
— RMC Sport (@RMCsport) January 22, 2025
შეგახსენებთ, მეისონ გრინვუდი რამდენიმე წლის წინ დიდ სკანდალში გაეხვა, ის 2022 წელს გაუპატიურების მცდელობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ბრალდებები მოიხსნა და გაათავისუფლეს. ის მომდევნო წლებში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ხეტაფეში" გადავიდა, ამჯერად კი 23 წლის ფეხბურთელი "მარსელის" შემადგენლობაშია.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 1 თამაშის მიუხედავად, ფიფა გრინვუდს უფლებას აძლევს, რომ ნაკრები შეიცვალოს, ის კი იამაიკის ნაკრებს ირჩევს, რადგან მისი მამა სწორედ აღნიშნული ქვეყნიდანაა.
იამაიკას მომავალ თვეში ორი ამხანაგური თამაში აქვს ჩანიშნული, მაგრამ დიდი ალბათობით იმ მატჩებში არ ითამაშებს, რადგან "მარსელს" მისი გაშვება არ სურს. სავარაუდოდ 23 წლის ფეხბურთელის დებიუტი სტივ მაკლარენის გუნდში ივნისში შედგება. იამაიკას ორი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს ჩანიშნული, რომელშიც სავარაუდოდ შემტევი ფეხბურთელი ითამაშებს.