Belive

"მეგონა მოვკვდებოდი" - პალმეირასის ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუს დიეტა გამოსცადა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიური "პალმეირასის" ნახევარმცველმა გაბრიელ მენინომ გადაწყვიტა, რომ კრიშტიანუ რონალდუს დიეტა ეცადა. როგორც თავად ფეხბურთელი იხსენებს, დიეტის დაწყების შემდეგ ეგონა, რომ მოკვდებოდა.

22 წლის ფეხბურთელი გუნდის ნუტრიციოლოგთან მივიდა თხოვნით, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის მსგავსი კვების რაციონი ჰქონოდა.

რონალდუ დღის განმავლობაში 6-ჯერ ჭამს და მქასიმალურად ცდილობს მის რაციონში ცხიმები არ იყოს. მენინომ ეს გადაწყვეტილება საკუთარი ფორმის გასაუმჯობესებლად მიიღო, თუმცა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. Palmeiras Cast პოდკასტზე საუბრისას ბრაზილიელმა ეს პერიოდი გაიხსენა:

"ერთ-ერთი მატჩის წინ, გახურებისას ვგრძნობდი, რომ სირბილი აღარ შემეძლო. მეგონა მოვკვდებოდი. შეხვედრის დაწყებიდან 5 წუთში შემცვალეს."

ნახევარმცველის თქმით, მთელი დღის რაციონი ასე გამოიყურებოდა:

დილით - კვერცი და საკვები დანამატი

ვარჯიშის წინ - საკვები დანამატი

ლანჩი - გრილზე შემწვარი საქონლის ხორცი და სალათი

ვახშამი - გრილზე შემწვარი საქონლის ხორცი და სალათი

ძილის წინ - საკვები დანამატი.

სხვა სტატიები