Belive

"მე სენტ ეტიენის დიდი გულშემატკივარი ვარ" - ტიმოთი შალამე

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგ-ამერიკელმა მსახიობმა ტიმოთი შალამემ ოქროს გლობუსის მოგების შემდეგ ინტერვიუში ისაუბრა, სადაც თავისი საყვარელი კლუბის შესახებაც გაამახვილა ყურადღება. 30 წლის ვარსკვლავმა იმედი გამოთქვა, რომ სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში დაბრუნებას შეძლებს.

ძალიან გამიმართლა, რომ წელი ჩემთვის საკმაოდ კარგად დაიწყო, მაგრამ იმისათვის, რომ 2026 წელი ნამდვილად იდეალური იყოს, სენტ ეტიენი მომავალ სეზონში ლიგა 1-ში უნდა დაბრუნდეს. მე სენტ ეტიენის დიდი გულშემატკივარი ვარ. მათ მსოფლიოში ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობ, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ნიუ იორკ ნიქსს. - ტიმოთი შალამე - მსახიობი

შეგახსენებთ, რომ სენტ ეტიენი ამჟამად ლიგა 2-ის ცხრილში 31 ქულით მე-4 პოზიციაზეა (9 მოგება, 4 ფრე, 5 მარცხი).

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.