Belive

"მე მინდა ვნახო ისეთივე გიორგი, როგორიც საქართველოს ნაკრებისთვის თამაშობდა" - უოტფორდის მწვრთნელი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა, მან აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ევრო 2024-ზე შესანიშნავად ასპარეზობდა და იმედი აქვს მომავალი სეზონის ჩემპიონშიპშიც ისეთივე ფორმას შეინარჩუნებს, როგორსაც ევროპის ჩემპიონატზე აჩვენებდა.

ის (გიორგი ჩაკვეტაძე) ევროპის ჩემპიონატზე სრულად იყო გადართული, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ გონებით გუნდს დაუბრუნდება და მზად იქნება "უოტფორდში" სათამაშოდ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს.

მე მინდა ვნახო ისეთივე გიორგი როგორიც საქართველოს ნაკრებისთვის თამაშობდა. ის იანვარში ჩვენი ფეხბურთელი გახდა და ამით ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ. ძალიან შთამბეჭდავია ჩვენი ფეხბურთელის ხილვა უდიდეს სცენაზე. საქართველომ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და დარწმუნებული ვარ გიორგი გუნდში კარგი განწყობით და სათამაშო ფორმით დაბრუნდება. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე "უოტფორდში" 2023 წელს იჯარით გადავიდა, 2024 წლის იანვარში კი ინგლისურმა გუნდმა ფეხბურთელი გამოისყიდა. მან ამ დროის განმავლობაში 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა გაიტანა 1 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

სხვა სტატიები