Belive

"მე მესი მირჩევნია" - ოკოჩამ მესისა და რონალდუს შორის არჩევანი გააკეთა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ნიგერიელმა ფეხბურთელმა ოსტინ ჯეი ჯეი ოკოჩამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თაობაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი აზრით, არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. 

არგენტინელი და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავები წლების განმავლობაში ამ სპორტის მწვერვალზე იდგნენ. უკვე წლებია, რაც გულშემატკივრები, ექსპერტები და მოთამაშეებიც დაობენ თუ ვინ არის საუკეთესო, თუმცა, საერთო აზრი არასდროს არსებობს. ლეოსა და კრიშტიანუს სიდიადეზე მათ მიერ მოგებული ჯილდოებიც მეტყველებს. ამ ორ ფეხბურთელს ერთად 12 ოქროს ბურთი აქვს მოგებული. მიუხედავად იმისა, რომ აქედან 7 მესის ეკუთვნის, საუკეთესოობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

ნიგერიული ფეხბურთის ლეგენდამ ჯეი ჯეი ოკოჩამ ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა.  

ვფიქრობ, საუკეთესოს სტატუსს ორივე სამართლიანად იმსახურებს, მაგრამ მე მესი მირჩევნია. რონალდუ მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება შრომისმოყვარეობით. მესისთვის ყველაფერი ბუნებრივად მოდის. მიუხედავად ამისა, ის მაინც ბევრს მუშაობს. - ჯეი ჯეი ოკოჩა

როგორც უკვე იცით, გასულ წელს ორივე ფეხბურთელმა დატოვა ევროპა. კრიშტიანუ საუდის არაბეთში, ხოლო ლეო აშშ-ში აოცებს გულშემატკივრებს საკუთარი  შესაძლებლობებით. 

სხვა სტატიები