"მე ჯერ უნდა დავიმსახურო ჰიმნის სიმღერა" - ტომას ტუხელი
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ახალ გუნდთან ერთად პირველ მატჩს ჩაატარებს, გერმანელმა სპეციალისტმა შემადგენლობა უკვე დაასახელა და მედიასთან საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით ის ეროვნულ ჰიმნს არ იმღერებს.
პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი, ემოციური და შინაარსიანი ეროვნული ჰიმნი, თქვენ ნამდვილად ამაყები უნდა იყოთ, მინდა გითხრათ რომ ეს ყველაფერს ნიშნავს.
მე ვგრძნობ, რადგან ძალიან ემოციურია და იმდენად ძლიერი ეროვნული ჰიმნია, რომ მე უნდა დავიმსახურო მისი სიმღერის უფლება. თქვენ ეს ჰიმნი უბრალოდ არ უნდა იმღეროთ, არამედ ბოლომდე უნდა გრძნობდეთ მას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს პირველ მატჩებში არ ვიმღერებ.
ჩემი შედეგების და საქმის სწორად შესრულების მიხედვით თქვენც შესაძლოა თქვათ, რომ: "ახლა დროა იმღერო, რომ ნამდვილად დაიმსახურე და ახლა სათანადო ინგლისელი ბიჭი ხარ!" - ტომას ტუხელი - ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
გერმანელი სპეციალისტი ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2025 წლის დასაწყისში დაინიშნა და გუნდთან ერთად პირველ მატჩს გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპის პირველ შეხვედრას ინგლისის ნაკრები 21 მარტს ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს, 24-ში კი ლატვიას დაუპირისპირდება.
ინგლისის შემადგენლობა ასეთია:
ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა