Belive

"მე არაფრის შეცვლა შემეძლო" - პოჩეტინო ლუკაკუს მდგომარეობაზე

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც უკვე მოგეხსენებათ, რომელუ ლუკაკუ მთავარ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. ბელგიელი ფორვარდი პოჩეტინოს სამომავლო გეგმებში არ შედის და ახლა ის 21 წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. ბრიტანულ მედიაში იმასაც ამბობენ, რომ ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელს დიდი ხანია არ უსაუბრიათ.

მე მოვედი გუნდში და მივიღე ის სიტუაცია რაც აქ დამხვდა. მე არაფრის შეცვლა შემეძლო - ამბობს მაურისიო პოჩეტინო რომელუ ლუკაკუს მდგომარეობაზე.

Telegraph-ზე დაყრდნობით 30 წლის ფორვარდს გუნდიდან წასვლა სურს. ლუკაკუ იმედოვნებს, რომ გუნდი რომელშიც ის გადავა "ინტერი" იქნება. თუმცა, ეს ტრანსფერი ნაკლებსავარაუდოა, რადგან მილანურმა კლუბმა მარკუს ტურამი და მარკო არნაუტოვიჩი უკვე შეიძინა. 

ლუკაკუსთვის ჩაკეტილია არაბეთის გზებიც, ვინაიდან ფეხბურთელმა უარი თავად თქვა აღმოსავლეთში გამგზავრებაზე. 

სხვა სტატიები