Belive

"მე არ ვარ მწვრთნელი, რომელიც ერთ წელს ჩემპიონი გახდება და მომავალში არაფერს გააკეთებს" - ლუჩიანო სპალეტი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ხვალ "ნაპოლი" სერია ა-ში მორიგ შეხვედრას გამართავს, სადაც მისი მოწინააღმდეგე რომაული "ლაციო" იქნება. აღნიშნული შეხვედრის წინ, ნეაპოლელთა თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომავალ მატჩზე ისაუბრა.

"ლაციო" ერთი სხეულია, რომელიც მოედანზე სინქრონულად გადაადგილდება. ხვალ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ხვრელი მათ ნახევარდაცვაში და მომენტები შევქმნათ."

როგორც მოგეხსენებათ, "ლაციოს" ამჟამინდელი მწვრთნელი მაურიციო სარი "ნაპოლისაც" ედგა სათავეში და ჟურნალისტებმა ამ საკითხზე ჰკითხეს სპალეტის.

როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენსა და მაურიციო სარის ტაქტიკას შორის?

"პირველი, რისი გაკეთებაც ვცადე, როგორც კი ნეაპოლში ჩამოვედი, ჩვენი გულშემატკივრების სიყვარულის დაბრუნება იყო, როგორც გუნდის, ისე სათამაშო სტილის მიმართ. მე აქტიური ფეხბურთის მოყვარული ვარ. ალბათ, სარი უფრო დალაგებული და მოწესრიგებული ტაქტიკის მომხრე იყო. ჩვენ გვაქვს ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც მოთამაშეები რიგრიგობით უტევენ. ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს მოსწონს ის ფეხბურთი, რომელსაც ვთამაშობთ."

"როდესაც ამ საქმეს აკეთებ, ყოველთვის მიისწრაფვი გამარჯვებისკენ. მე ის უფრო მიხარია, რომ ჩვენი თამაშით გულშემატკივარს აღვაფრთოვანებთ. მე არ ვარ მწვრთნელი, რომელიც ერთ წელს ჩემპიონი გახდება და მომავალში არაფერს გააკეთებს. გუნდთან თანამშრომლობის გაგრძელება მსურს და მინდა იმ საერთო მიზანს ერთად მივაღწიოთ, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავისახეთ." - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ "ლაციოსა" და "ნაპოლის" შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით, 23:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები