Belive

მე-11 ტრანსფერი - დინამო ბათუმმა დინამო თბილისის ფეხბურთელი დაიმატა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო ბათუმი" სეზონის განახლებამდე გაძლიერებას განაგრძობს - აჭარულმა კლუბმა მე-11 ტრანსფერი განახორციელა. გია გეგუჩაძის გუნდში ახალგაზრდა ნახევარმცველი ირაკლი აზაროვი ითამაშებს. 19 წლის ფეხბურთელი, რომელიც "დინამო თბილისის" აღზრდილია, ბოლოს სწორედ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის რიგებში თამაშობდა. როგორც ცნობილია, ირაკლი "დინამო ბათუმს" უკვე შეუერთდა თურქულ შეკრებაზე, სადაც მონაწილეობას ამხანაგურ თამაშებში მიიღებს. გეტყვით, რომ აზაროვი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების წევრია. მას ასევე 11 მატჩი აქვს ჩატარებული U19 გუნდში, ხოლო U17-ში - 13.

სხვა სტატიები