Belive

მბაპესთან კონტრაქტის გაფორმების გამო, ლა ლიგამ პსჟ-ს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, ლა ლიგამ ,,პარი სენ ჟერმენის'' წინააღმდეგ უეფაში საჩივარი შეიტანა.
,,ლა ლიგას სურს განაცხადოს, რომ ამ ტიპის შეთანხმება ევროპული ფეხბურთის ეკონომიკურ სტაბილურობას უტევს, საფრთხეს უქმნის ასობით ათას სამუშაო ადგილს და სპორტის ღირებულებას არამხოლოდ ევროთასებზე, არამედ ეროვნულ ჩემპიონატებშიც. სკანდალურია, რომ პსჟ-ს მსგავსი კლუბი, რომელმაც გასულ სეზონში 220 მილიონი იზარალა, ბოლო წლებში კი 700 მილიონზე მეტი, ასეთ ხელშეკრულებას აფორმებს. ლა ლიგა უეფაში შეიტანს საჩივარს პსჟ-ს, საფრანგეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, რათა გააგრძელოს ევროპული ფეხბურთის ეკონომიკური ეკოსისტემის დაცვა. წარსულში პარიზულ გუნდს ფინანსური ფეარპლეის დარღვევის გამო ვუჩივლეთ, ეს საჩივრები წარმატებული იყო და უეფამ კლუბს სანქციები დაუწესა, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ კი უცნაური მიზეზით გააუქმა. პსჟ წარმოუდგენელ ინვესტიციებს ახორციელებს და უეფას წესებს არღვევს. გუნდის პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის ასეთი საქციელი ევროპულ ფეხბურთს ისეთივე საფრთხეს უქმნის, როგორსაც ევროპის სუპერლიგა,'' - წერია ლა ლიგის განცხადებაში.
კილიან მბაპემ პსჟ-სთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ბოლო დღეებში ესპანური მედია იუწყებოდა, რომ ფრანგ ფეხბურთელს კონტრაქტი მადრიდის ,,რეალთან'' ჰქონდა შეთანხმებული.

სხვა სტატიები