Belive

მბაპემ პსჟ-ს შეატყობინა, რომ კონტრაქტის 2025 წლამდე გახანგრძლივებას არ აპირებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, კილიან მბაპე გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.

კილიანს ,,პსჟ-სთან'' ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტსაც მოიცავს.

L'Equipe-ს ცნობით, მბაპემ პარიზულ კლუბს ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ ფეხბურთელი ამ პუნქტის გააქტიურებას არ აპირებს.

ასეთ შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ ,,პსჟ-მ'' კილიანი ამ ზაფხულს გაყიდოს, რათა მომავალ წელს უფასოდ არ დაკარგოს.

სხვა სტატიები