მბაპემ ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ რეალში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
5 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მიხარია, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის რეალში მუშაობს. მახარებს რეალის წარმატება, თუმცა ამ გუნდს ვუყურებ, როგორც გულშემატკივარი. მე აქ ვარ, პარიზში და არსად წასვლას არ ვაპირებ. 30 ბურთი გავიტანე და ეს მიხარია, თუმცა ჯერ თამაშები დაგვრჩა და ვეცდები მეტი ბურთი გავიტანო. მოხარულები ვიქნებით, თუ საფრანგეთის თასიც ჩვენი გახდება.