Belive

მბაპე: "შოკირებული ვარ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუნაიტედთან" შედეგით შოკირებულია, თუმცა "პსჟ"-ს დატოვებას არ აპირებს. "აქ სიტყვები არ არსებობს, გაოგნებული ვარ. გუნდი მატჩისთვის კარგად ემზადებოდა, თუმცა წარმატებას მაინც ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ფეხბურთი ასე არ მთავრდება. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ მაღალ საფეხურებს მივაღწიოთ. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო და ამ განწყობის გაფუჭება არ გვინდოდა. სამწუხაროდ, ასე გამოვიდა. დარწმუნებით გეუბნებით, რომ "პსჟ"-ს არ ვტოვებ. ყველაფერი შეთანხმებულია," - განაცხადა მბაპემ.

სხვა სტატიები