Belive

მბაპე შეტევაში | ფრანგს პსჟ-სგან 55 მილიონის 'ამოღება' უნდა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

1 წელზე მეტია, რაც კილიან მბაპესა და "პსჟ"-ს შორის ფინანსური დავა არსებობს. გასული წლის ოქტომბერში, საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის მმართველმა ორგანომ (LFP) მბაპეს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რის შემდეგაც საქმე სასამართლოში მოხვდა, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ (FFF) მბაპეს მოთხოვნა ბათილად მიიჩნია - სამოქალაქო სასამართლოში მიმდინარე არასწორი პროცედურის გამო.

ერთი წელი იყო ის ვადა, რომელიც ჩვენ საკუთარ თავს მივეცით იმისთვის, რომ ეს დავა რაც შეიძლება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. თვეები გავიდა, კილიან მბაპეს კი ჯერ კიდევ არ მიუღია დაკარგული 55 მილიონი ევრო.

ამ საქმეს უკვე სერიოზულად მოვკიდეთ ხელი, დღეს დილით პსჟ-ს ანგარიშები 55 მილიონი ევროს ოდენობით დაყადაღდა. - განაცხადა მბაპეს მთავარმა ადვოკატმა

პსჟ დღემდე ამტკიცებს, რომ უკანასნელი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდებოდა, თუ კილიანი გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდოდა. მადრიდის "რეალთან" დადებული მომგებიანი ხელშეკრულებით მბაპეს უარი უნდა ეთქვა დამატებით ფინანსურ სარგებელზე პარიზული კლუბისგან.

სხვა სტატიები