Belive

მბაპე, კამავინგა, ჩუამენი - U23 ფრანგი ვარსკვლავების უძლიერესი შემადგენლობა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით სარგებლობს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, "ლე ბლემ" ხორვატია დაამარცხა და მოქმედი ჩემპიონი ყატარში კვლავ ამბიციური გეგმებით მიემგზავრება. საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების განაცხადში უამრავი ამომავალი ვარსკვლავი მოხვდა - კილიან მბაპე კი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. 23 წლის კილიან მბაპე, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია - ის სუპერვარსკვლავია და თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ კარიერის პიკამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია, მისი სახით შესაძლოა პლანეტის მომავალ საუკეთესო ფეხბურთელს ვუყურებთ. Transfermarkt-ზე, 23 წლამდე ვარსკვლავებისგან დაკომპლექტებული საფრანგეთის ნაკრების საუკეთესო შემადგენლობა დასახელდა. მეკარე: ილან მელიე ("ლიდსი") ცენტრალური მცველი: დაიო უპამეკანო ("ბაიერნი") ცენტრალური მცველი: ჟულ კუნდე ("სევილია") ცენტრალური მცველი: უესლი ფოფანა ("ლესტერი") ცენტრალური ნახევარმცველი: ედუარდო კამავინგა ("რეალი") ცენტრალური ნახევარმცველი: აურელინ ჩუამენი ("მონაკო") მარჯვენა ნახევარმცველი: მიშელ ოლისე ("კრისტალ პალასი") მარცხენა ნახევარმცველი: მუსა დიაბი ("ლევერკუზენი") შემტევი ნახევარმცველი: ჰუსემ აუარი ("ლიონი") თავდამსხმელი: კილიან მბაპე ("პარი სენ-ჟერმენი") თავდამსხმელი: ამინ გური ("ნიცა")

სხვა სტატიები